მეწყერსაშიში ზონა სოფელ ნარაზენში: მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

0

NARAZENIზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენში მცხოვრები ათი კომლი მთავრობისგან დახმარებას ითხოვს. როგორც ისინი აცხადებენ მათ მეწყერსაშიშ ზონაში უკვე რამდენიმე წელია უწევთ ცხოვრება, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება ჯერ არავის გამოუჩენია. ნარაზენელებს მეწყერსაშიშ ზონაზე შესაბამისი გეოლოგიური დასკვნაც გააჩნიათ, თუმცა ბოლო რამდენიმე წელია ავარიულ სახლებში ცხოვრება და მხოლოდ საკუთარი ძალებით მათი გამაგრება უწევთ.

“ჩვენი ცხოვრება ამ ადგილებში დიდ რისკთან არის დაკავშირებული, რადგან არავინ იცის თუ როდის დაგვემხობა საკუთარი სახლები თავზე. ღმერთს იმას ვევედრებით, რომ ღამის საატებში მაინც არ მოხდეს რაიმე უბედურება, თორემ ამას ნამდვილად ვერ გადავურჩებით.”-აცხადებენ ადგილობრივები.

ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენის მოსახლეობას საცხოვრებელი სახლები 2006-2007 წლებში მეწყერის შედეგად გაებზარათ. ადგილობრივი ხელისუფლება მათ დახმარებას უმოკლეს ხანებში დაჰპირდა, თუმცა უშედეგოდ. დაპირება მხოლოდ დაპირებად დარჩა.

“გაბზარული რომ არის სახლები ეს ერთი უბედურებაა, მაგრამ მეორეა, რომ ყოველი კოკისპირული წვიმის დროს ამ გაბზარულ შენობებს ქვემოდან მიწაც ეცლება. რამდენჯერ მივმართეთ ზუგდიდის გამგეობას და ყოფილ ხელისუფლებას ამის შესახებ. ყოველთქვის დადებით პასუხს გვაძლევდნენ და დახმარებას გვპირდებოდნენ, მაგრამ ამაოდ. დღემდე ამ დაპირებებით მოვედით.მინდა გითხრათ რომ გარდა ადგილობრივი ხელისუფლებისა ჩვენ ხელმოწერილი ოფიციალური წერილით პარლამენტსაც მივმართეთ. პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია”-აცხადებს ნარაზენის მკვიდრი იზოლდა ქობალია.

ნარაზენელებს მეწყერსაშიში ზონის დატოვება უნდათ, თუმცა საამისოდ მათ ფინანსები არ გააჩნიათ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ მეწყერსაშიშ ზონაში გეოლოგთა ახალი ნაკადი ჩავა და აღნიშნული ტერიტორიის მდგომარეობას ადგილზე კიდევ ერთხელ შეისწავლიან.

სხვა ახალი ამბები: