„მე და ელჩი შოკირებული და გაოგნებული ვართ იმით, რაც იმ ვიდეოკადრებზეა ასახული“

0
brinkiსაქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკის განცხადებით, იგი შეშფოთებული და გაოგნებულია იმ კადრებით, რომლებიც შსს–მ რამდენიმე დღის წინ სამეგრელოში აღმოჩენილ ფარულ სამალავში იპოვა.
როგორც ბრინკმა დღეს ბირთვული ნივთიერებების კონტრაბანდის წინააღმდეგ მიმართული ორდღიანი კონფერენციის გახსნის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „სამეგრელოში ნაპოვნ  ვიდეოფირებზე ასახულ კადრებში  ადამიანის უფლებების უხეშადაა დარღვეული”.
“ჩვენი რეკომენდაცია საქართველოს მთავრობის მიმართ არის ის, რომ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გამოიძიონ ვიდეოფორები და თუ აღმოჩნდება, რომ ვიდეოფირები ნამდვილია, მაშინ მთავრობას მოვუწოდებთ, რომ დამნაშავეები დაისაჯონ კანონის მთელი სიმკაცრით. ის საკითხი, რომელზეც ვსაუბრობთ, ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევის საკითხია. ჩვენთვის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისთვის, ადამიანის უფლებათა დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემთვის ცნობილია, რომ მთელი პოლიტიკური სპექტრი, ისევე როგორც საერთაშორისო საზოგადოება, იზიარებს განწყობას ამ ვიდეოების მიმართ და მათი რეკომდაციები და თხოვნებიც არის იგივე, რომ ჩატარებული უნდა იქნას საფუძვლიანი გამოძიება და დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯონ,”– განაცხადა ბრიჯიტ ბრინკმა.

სხვა ახალი ამბები: