“მე ვემიჯნები “თავისუფალ დემოკრატებს”- ზუგდიდში “თავისუფალ დემოკრატებს” პარტიის წევრები ტოვებენ

0

merab tordiaზუგდიდის მუნიციპალიტეტში პოლიტიკურ პარტია “თავისუფალ დემოკრატებს პარტიის წევრები თანდათან ტოვებენ. განცხადება პარტიის დატოვების შესახებ დღეს პარტიის ერთ-ერთმა აქტიურმა წევრმა მერაბ თორდიამ გააკეთა, რომელიც რამდენიმე თვის წინ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ სოფელ კორცხელის რწმუნებულად დაინიშნა.

როგორც მერაბ თორდიამ smo.ge-სთან საუბრისას განაცხადა, ის 8 ნოემბერს პარტიის ყრილობაზე იმყოფებოდა. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა მან დაეტოვებინა “თავისუფალი დემოკრატები”.

“როცა განხეთქილება მოხდა კოალიციაში,  ეს იყო ჩემთვის მოულოდნელი. მეტი დამაჯერებლობისათვის წავედი “თავისუფალი დემოკრატების” ყრილობაზე თბილისში. მე იქ ვერ მივიღე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს “თავისუფალი დემოკრატები” იჩაგრებიან. ეს უფრო გავდა ამბიციას. კოალიციაში მყოფი პარტია არ უნდა იქცეოდეს ასე. ჩვენ უნდა ვაკეთებდეთ იმას რაც არჩევნებამდე შევპირდით მოსახლეობას. მე ვემიჯნები “თავისუფალ დემოკრატებს” და ვრჩები კოალიცია “ქართული ოცნების” ერთგულ ჯარისკაცად. მე ბიძინა ივანიშვილის მოსვლის პირველი დღიდან უერთგულე კოალიციას და არ ძალმიძს ამ ხალხს ვუღალატო”-აცხადებს მერაბ თორდია.

სხვა ახალი ამბები: