“მე ვურჩევდი მარგველაშვილს უარი თქვას მეორე ტურზე და ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს ბაქრაძეს და ბურჯანაძეს ყველაფერი”

0

Ivanishvili-Nov22-1საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტურის შემთხვევაში კოალიცია “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატს გიორგი მარგველაშვილს მონაწილეობას არ ურჩევს. ამის შესახებ პრემიერმა ბეჭდური მედიის და რადიოების მთავარ რედაქტორებთან შეხვედრაზე განაცხადა.

“მე პოლიტიკაში მოვედი ვალდებულების გამო, ეს არის ჩემი ოჯახი და ოჯახში ყველამ მაქსიმუმი უნდა გააკეთოს. მე მოვედი ერთადერთი განცდით ვალდებულების გრძნობით რომ ეს არის ჩემი ოჯახი და ვალდებულება მაქვს ყველაფერი გავაკეთო ამ ოჯახისთვის. ჩვენ სამი წლიდან ვშრომობდით ყველანი ოჯახში და ასეთივეა გიორგი მარგველაშვილი, ის მოდის ვალდებულებით და ამიტომაც არის გამორჩეული. მე ამ ხნის მანძილზე ავად გახდომის უფლება არ მიმიცია საკუთარი ხალხისთვის. თუ ამასა საზოგადოება ვერ დაინახავს მაშინ მე ვურჩევდი მარგველაშვილს უარი თქვას მეორე ტურზე და ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს ბაქრაძეს და ბურჯანაძეს ყველაფერი. მე ვთვლი რომ 60%-ზე ნაკლები შეურაცმყოფელი იქნება ჩვენთვის. ჩემი რჩევა გიორგის არ სჭირდება და საზოგადოებამ სწორი არჩევანი უნდა გააკეთოს და მეორე ტური არ უნდა დაიცვას”, – აცხადებს ივანიშვილი.

სხვა ახალი ამბები: