“მე შინ დავბრუნდები“-იგორ გიორგაძე საქართველოში ბრუნდება

0

4674giorgadze_igorუშიშროების ექს–მინისტრი იგორ გიორგაძე საქართველოში დაბრუნებას აპირებს. ამის შესახებ მან რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ არის აღძრული და იურიდიული გზებით ცდილობს, ამ პრობლემის გადაჭრას.

„ჩემმა ადვოკატმა უკვე წარადგინა შესაბამისიდო დოკუმენტები საქმის გადახედვასთან დაკავშირებით. ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ არის და სასამართლოს არც ძებნა აქვს გამოცხადებული. მე შევარდნაძის  რეჟიმმა გამომაცხადა ძებნილად და ავტომატუტრად გააგრძელა სააკაშვილმა. იმედი მაქვს ეს საკითხი სამართლიანად გადაწყდება და მე შინ დავბრუნდები“,– განაცხადა გიორგაძემ და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანაში დაბრუნების საშუალება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე მიეცემა.

ცნობისთვის, ქართველი სამართალდამცველები გიორგაძეს საქართველოს ექს–პრეზიდენტ ედუარდ შევადნაძეზე თავდასხმის განხორციელებას ედავებიან.

სხვა ახალი ამბები: