მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

0

cms-image-000020346მიხეილ სააკაშვილისა და სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირების მიმართ სისისხლის სამართლებრივი დევნა უნდა გაგრძელდეს.   პროკურატურის ინფორმაციით, სწორედ ასეთი დასკვნა დადეს  მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის წევრებმა. განცხადება მთავარმა პროკურატურამ დღეს გაავრცელა.

განაცხადების თანახმად, ექსპერტებმა შეისწაველს 2007 წლის 7 ნოემბერს ძალის გამოყენებისა და ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ქონების საქმეების მტკიცებულებები და რეკომენდაცია დადეს, რომელშიც ნათქვამია:

“მტკიცებულებები „ასახავენ ერთიან, განგრძობად გეგმას 2005 წლიდან 2010 წლამდე პერიოდში, რომელიც მიზნად ისახავდა დანაშაულებრივი ქმედებების გზით, მათ შორის ძალადობით, ქონების განადგურებითა და თაღლითობით, მთავრობის მიერ მედიის  საქმიანობის კონტროლს და მთავრობის მიმართ კრიტიკისა და საზოგადოებრივი პროტესტის ჩახშობას, მათ შორის 2007 წლის 7 ნოემბერს. გარდა ამისა, მტკიცებულებები კონკრეტულად მიუთითებენ ფართომასშტაბიან კამპანიაზე არკადი პატარკაციშვილის წინააღმდეგ, რომლის მიზეზსაც წარმოადგენდა პატარკაციშვილის უარი ტელეკომპანია „იმედი“  სამთავრობო კონტროლს დაექვემდებარებინა, და აგრეთვე,  მისი ოპოზიციური პოლიტიკური საქმიანობა, რამაც გამოიწვია მისი ქონების განადგურება და მიტაცება“-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ჯგუფი 2014 წლის ივლისში მთავარი პროკურორის ინიციატივით შეიქმნა.

სხვა ახალი ამბები: