მთავარი პროკურატურა ნინო ბურჯანაძეს დაკითხავს

0

burjanadze-nino2011 წლის 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით მოწმის სტატუსით `დემოკრატიული მოძრაობის~ ლიდერი ნინო ბურჯანაძე დაიკითხება. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებულ საქმეზე რამდენიმე ასეული ადამიანია დაკითხული.

„დაზარალებულთა დიდი ნაწილი უკვე დავკითხეთ. ასევე დაკითხულია იმ პოლიტიკოსების დიდი ნაწილი, ვინც ამ პროცესებში მონაწილეობდა“, _ აღნიშნა კბილაშვილმა.

მისი თქმით, გამოძიება ასევე მიმდინარეობს იმ ორ გარდაცვლილთან დაკავშირებით, რომელიც მოგვიანებით სახურავზე იპოვეს.

„თუმცა როდის დასრულდება გამოძიება, ამის პროგნოზირება მიჭირს“, _ აცხადებს კბილაშვილი.

სხვა ახალი ამბები: