მთავარი პროკურატურა პრეზიდენტს აქამდე გაუხმაურებელ ფაქტებზე დაკითხავს

1
512cc5876995fmisha-231საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკითხვა აქამდე გაუხმაურებელ, სრულიად ახალ საქმეზე მოხდება.
ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა გადაცემა „პრეს-პრესში” საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით პრეზიდენტთან კითხვები გარდა ტელეკომპანია „იმედისა” ისეთ საქმეზეც არის, რომელიც პროკურატურას ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია, თუმცა დაკითხვის საჭიროება უკვე გამოიკვეთა.
„იმედის საქმე ერთ-ერთია” იმ საქმეთა შორის სადაც პრეზიდენტის ინფორმირებულობა ან შემხებლობა იკვეთება ჩვენს ხელთ არსებული მტკიცებულებებით. მე ეხლა მახსენდება ერთი, თუმცა საზოგადოდ არ გამოტანილი თემა, რომელიც მას უკავშირდება. არსებობს სხვა საქმეც, რომელიც ჩვენს მიერ საგამოძიებო საქმეში არსებული ფაქტებით ასევე მისი შემხებლობა იკვეთება და შესაძლო დაკითხვის საჭიროებაც, მაგრამ, ვინაიდან ეს თემა ჩვენ ჯერ არ გამოგვიტანია საზოგადოებისათვის გასაცნობათ, რამეთუ მისი კონდიცია გამოძიებით დადგენილი არ არის, როგორც ეს „იმედის” საკითხთან მიმართებით ვთქვით, სწორედ ამიტომ მე ამ თემის კონკრეტული დაანონსებისგან თავს შევიკავებ”-განაცხადა კბილაშვილმა.
მისი თქმით აღნიშნული თემა არცერთ აქამდე გახმაურებულ საქმეს არ უკავშირდება და ეს არის სრულიად ახალი, სხვა საქმე.
პროკურორმა აგვისტოს ომის დანაშაულებრივ მხარეებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ პროკურატურა აღნიშნულ საქმეს გამოიძიებს და ამისათვის სოპეციალური კომისიაც შეიქმნება.

 

სხვა ახალი ამბები: