მთავარი პროკურორის თანამდებობაზე გიორგი ბადაშვილი წარადგინეს

0

get_imgსაქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის მოქმედი უფროსის გიორგი ბადაშვილის, კანდიდატურა წარუდგინა.

გიორგი ბადაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. სხვადასხვა დროს კი იგი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მაღალ თანამდებობებზე იყო დაკავებული.

პროფესიით იურისტი გიორგი ბადაშვილი ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. 2013 წლის 22 ნოემბრიდან დღემდე იკავებდა მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის პოსტს.