მთავარი პროკურორი ირაკლი ოქრუაშვილს ეჭვის თვალით უყურებს

0

F92D0137-ED01-41CA-9DE8-952140A3DF61_mw1024_n_sმთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის განცხადებით ბუტა რობაქიძის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებისთვის ჩვენება შინაგან საქმეთა მაშინდელ მინისტრსს ირაკლი ოქრუაშვილსაც აქვს მიცემული. როგორც თოქ-შოუ “ღია ეთერში” კბილაშვილმა განაცხადა  ირაკლი ოქრუაშვილის ჩვენებით  ირკვევა, რომ იგი საქმეზე ინფორმირებული არ იყო.

“რამდენადაც ვიცი ირაკლი ოქრუაშვილი დაკითხულია ამ საკითხზე და მისი ჩვენებიდან გამომდინარე ის არ იყო ინფორმირებული ამ საქმეზე. იმისთვის, რომ მოხდეს ჩვენების გადამოწმება ამისთვის საჭიროა სხვა ჩვენებათა ერთობლიობაში მისი შეფასება. ჯერ-ჯერობით ვისი დაკითხვაც ჩვენ განვახორციელეთ და ეს არის მთელი გარნიზონი,  მათი მხრიდან ირაკლი ოქრუაშვილის ინფორმირებულობა არ ჩანს. თუმცა, პირადად მეც მაქვს განცდა -დღეს, რომ მსგავსი საკითხი ყოფილიყო მე, როგორც მთავარი პროკურორი აუცილებლად ინფორმირებული ვიქნებოდი. ანუ ეჭვის თვალით ვუყურებ. თუმცა  ეჭვი არ არის კარგი ამხანაგი თუ მტკიცებულება არ გაქვს ხელთ”- განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.

სხვა ახალი ამბები: