მთავარი პროკურორი ჟვანიას საქმის გახსნას შემოდგომისთვის ვარაუდობს

0

kbilaმთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი ზურაბ ჟვანიას საქმეზე საუბროს და აცხადებს რომ გამოძიებაის მსვლელობაში პროგრესია. როგორც არჩილ კბილაშვილმა პირველ არხთან საუბრისას განაცხადა გამოძიება ახლოსაა იმ რეალობასთან როდესაც დაადგენს თუ რასთან გვქონდა საქმე .

“ამ თემის ირგვლივ დიდი ინტერესია. მერწმუნეთ, არანაკლები სურვილი გვაქვს,რო ეს საქმე დროულად გაიხსნას და ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას, მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ რაღაცაში შევცდეთ. პროგრესი, რომლის შესახებაც არაერთხელ მითქვამს სახეზეა. ჩვენ ახლოს ვართ იმ რეალობასთან, როდესაც შეგვეზლება დავადგინოთ, რასთან გვქონდა საქმე და ეს მნიშვნელოვანი წინსვლა იქნება, გამორიცხული ამ ეტაპზე არაფერი არ არის. შეიძლება, შემოდგომისთვის გვქონდეს მეტი სინათლე, მაგრამ შესაძლებელი ვთქვი და ეს არცერთ შემთხვევაში არ მინდა, ეს იქნას გაგებული, რომ აუცილებლად ასე იქნება”, – განაცხადა მთავარმა პროკურორმა.

სხვა ახალი ამბები: