მთავარი პროკურორი არასამთავრობოებს ხვდება

0
b62a9f0f951a36ddd1e5a268c468c27cმთავარი პროკურორი, არჩილ კბილაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა მთავარ პროკურატურაში მიმდინარეობს. შეხვედრის მონაწილეები სასჯელაღსრულებისა და მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ პრობლემებზე, ასევე პროკურატურის საქმიანობაზე ისაუბრებენ. 
როგორც შეხვედრის დაწყებამდე არასამთავრობოების წარმომადგენლებმა განაცხადეს, მათ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე გარკვეული რეკომენდაციები აქვთ. 
ამასთან, საია-ს თავმჯდომარის, კახა კოჟორიძის განცხადებით, შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა პატიმართა წამების გამოძიება იქნება. 
„ჩვენ ძალიან ბევრ ადამიანს დავუწერეთ საჩივარი, თუმცა ამ დრომდე ბევრ მათგანთან გამომძიებელი არ შესულა და არ დაუკითხავს. შეიძლება პროკურატურას რესურსი არ აქვს, თუმცა ჩვენ შევთავაზეთ, დააკომპლექტონ ჯგუფები, ფაქტების მოძიების მიზნით. არასამთავრობო სექტორი მზადაა, ამ ჯგუფების მუშაობაშიი ჩასართავად და მათ დასახმარებლად”, – განაცხადა კახა კოჟორიძემ.

სხვა ახალი ამბები: