“მთავარი ტიპი ნაცმოძრაობაში არის მაინც მიშა და მისი რეალური შემცვლელი არ ჩანს”

0

534132_374486882666495_1176993256_n19 აპრილს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამართულ აქციას facebook-ის საკუთარ გვერდზე უმრავლესობის წევრი დავით ზურაბიშვილი ეხმაურება.
„ორიოდ სიტყვით მინდა გამოვთქვა ჩემი შთაბეჭდილებები 19 აპრილის მიტინგის თაობაზე, ყოველგვარი ხუმრობისა და ღლიცინის გარეშე:

ა) ნაცმოძრაობა არ მომკვდარა და ჯერ კიდევ საკმაო ადამიანური რესურსი აქვს პარტაქტივის სახით.

ბ) ნაცმოძრაობის მმართველი ბირთვი რჩება იგივე და ლაპარაკი განახლებაზე არის მხოლოდ რიტორიკა. ახალიაების გარიყვა არსებითად არაფერს ცვლის. ახალაიები ნაცმოძრაობის ელიტად არც არასდროს მოიაზრებოდნენ – ისინი მხოლოდ შემსრულებლები იყვნენ და მათ მიშა უფრო სხვა ელიტარების გავლენათა დასაბალანსებლად იყენებდა.

გ) ყველა პრობლემა და მათი გადაჭრის გზები კვლავინდებურად განიხილება მხოლოდ და მხოლოდ ე. წ. პიარისა და პროპაგანდის კონტექსტში. ამის ნათელი ნიმუში, ჩემის აზრით არის სწორედ განაცხადი ახალ ეროვნულ მოძრაობაზე, რაშიაც რეალურად ახალი არაფერი არაა და რაც ყოველთვის იყო ნაცმოძრაობის განაცხადი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. კერძოდ, ეს არის განაცხადი იმაზე, რომ ახალი ერთობა არის (უნდა იყოს) მთავარი პროევროპულ-პროდასავლური ძალა საქართველოში, ხოლო ნაცელიტა, ანუ ძველი მმართველი ბირთვი, არის (უნდა იყოს) მთელი ქვეყნის პროევროპელ-პროდასავლელთა გამაერთიანებელი, შემკვრელი და მოძღვარ-დამრიგებელი. სხვანაირად რომ ვთქვათ, მათ უნდათ იგივე “საქონელი” გაყიდონ, ოღონდ ახლებური შეფუთვით.

დ) მთავარი ტიპი ნაცმოძრაობაში არის მაინც მიშა და მისი რეალური შემცვლელი არ ჩანს.

დასკვნა: არაფერი ამათ არ ეშველებათ!“-აცხადებს ზურაბიშვილი.

სხვა ახალი ამბები: