მთავარმა პროკურატურამ “რუსთავი 2” გააფრთხილა

0

kokakacitadzenewsaitiმთავარი პროკურატურა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-სა და მის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას აფრთხილებს. მთავარ პროკურატურაში პირადი საუბრების ჩანაწერების მოპოვება-გავრცელებაზე საგანგებო პრესკონფერენცია გაიმართა.

“მოგახსენებთ, რომ პირადი საუბრების ჩანაწერის, მათ შორის ტექნიკური საშუალებით მოპოივებული ჩანაწერის უკანონოდ გამოყენება და გავრცელება, მათ შორის მასმედიის საშუალებით, წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს“, – აცხადებენ პროკურატურაში.

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიამ გუშინ გამართულ ბრიფინგზე მაღალჩინოსნების ფარული ჩანაწერების ამსახველი კადრების გავრცელება დააანონსა. ამასთან ერთად სოციალურ ქსელ facebook-ში აქტიურად ანონსდებოდა გადაცემა “განსხვავებული აქცენტები” სადაც სწორედ სკანდალური ჩანაწერები უნდა გასულიყო. ეკა კვესიტაძის საავტორო გადაცემა “განსხვავებული აქცენტები” “რუსთავი 2”-ის ეთერში დღეს, “კურიერის” შემდეგ დაიწყება.

სხვა ახალი ამბები: