მთავარ პროკურატურაში ზურაბ ჟვანიას საქმე პრიორიტეტულია

0

zuraმთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, რომ მისი უწყების ერთ-ერთ პრიორიტეტად ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების გარემოებების „ზუსტი და თანმიმდევრული“ გამოძიება რჩება, რომლის ფარგლებში გარკვეული „პროგრესი“ არის.

„ადრე თუ გვიან ამ საქმის შედეგების შესახებ ყველასათვის ცნობილი გახდება. არის გარკვეული შედეგებიც, თუმცა მისი წინასწარ გაცხადება არ იქნება მიზანშეწონილი“, – განაცხადა არჩილ კბილაშვილმა 4 ივნისს ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს.

კითხვაზე დაერთვება თუ არა ჟვანიას საქმეს ექსპერტიზის ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელის ლევან სამხარაულის მკვლელობის საქმე, მთავარმა პროკურორმა ამ საქმეების შესაძლო სამართლებრივ კავშირზე კომენტარი არ გააკეთა, თუმცა კითხვის საპასუხოდ მან განაცხადა, რომ „სამხარაულის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შეწყვეტილი საქმე განახლებულია“.

„ჯერ-ჯერობით დაკითხული არავინ არ არის, მაგრამ მიმდინარეობს სხვა საგამოძიებო მოქმედებები“ მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი მიერ, განაცხადა კბილაშვილმა სამხარაულის საქმესთან დაკავშირებით.

ლევან სამხარაული, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის უფროსი იყო, 2005 წლის თებერვალში ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან სამ თვეში ყვარელშიმოკლეს; მკვლელობაში ეჭვმიტანილმა კი თავი მოიკლა – მას თავში და გულში ჰქონდა ორი ტყვია მოხვედრილი.

ლევან სამხარაული ესწრებოდა იმ გამათბობლის შემოწმების პროცედურას, რომელიც გამოძიების დასაწყისშივე, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების მიზეზად დასახელდა. ჟვანიას ოჯახი ვერსიას იმის შესახებ, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი არასწორად დამონტაჟებული გაზის გამათბობლიდან ნახშირჟანგის გაჟონვის შედეგად მოწამვლით გარდაიცვალა, არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ეს იყო მკვლელობა.

 

სხვა ახალი ამბები: