მთავრობა აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე საქართველოს თანხმობას უარყოფს

0

mtavrobis_kancelaria_8515საქართველოს მთავრობა უარყოფს ინფორმაციას, თითქოს საქართველო აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე თანახმაა. ამის შესახებ მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში არის ნათქვამი.

„სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივნის არტურ ბაღდასარიანის განცხადება იმის თაობაზე, თითქოს საქართველო აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე თანახმაა, სიმართლეს არ შეესაბამება. საქართველოს ხელისუფლებამ ამ თემით დაინტერესება ადრეც გამოხატა და ახლაც მზად არის, განიხილოს ეს ინიციატივა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რაიმე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

ჩვენ ვადასტურებთ, რომ რკინიგზის აღდგენის საკითხს საქართველოს მთავრობა სწავლობს და მიაჩნია, რომ ეს შესაძლოა საინტერესო იყოს, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებამდე გასავლელია გრძელი გზა. მათ შორის გასარკვევია არაერთი პოლიტიკური და ტექნიკური საკითხი, ასევე უნდა შედგეს დისკუსია და მოხდეს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება. ამ ეტაპზე საქართველოს ხელისუფლებას აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით არანაირი ოფიციალური გადაწყვეტილება არ მიუღია და წინასწარ რაიმე განცხადებების გაკეთება ნაადრევია”, – აღნიშნულია მთავრობის განცხადებაში.

სხვა ახალი ამბები: