მთავრობა გუბერნატორების საკითხზე მსჯელობას ხვალიდან დაიწყებს

0

preview.phpსაქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის რწმუნებულების-ახალი გუბერნატორების თემაზე მთავრობაში მსჯელობა ჯერჯერობით არ დაწყებულა.

მან ამის შესახებ თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატ გიორგი მარგველაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

კერძოდ, ჟურნალისტების ინფორმაციით, გუბერნატორები თანამდებობის დატოვებას აპირებენ.

„ამ საკითხზე მსჯელობა არ დაგვიწყია. ხვალისთვის მთავრობის სხდომაზე ვიმსჯელებთ ამ საკითხზე. ამას ახალ პრეზიდენტსაც შევუთანხმებთ“, _ აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ამ საკითხზე მსჯელობა სწორედ ხვალიდან დაიწყება.

სხვა ახალი ამბები: