მთავრობა რეგიონების გაძლიერების მიზნით ახალ პროექტს იწყებს

0

garibashvili_irakli_080საქართველოს მთავრობა ქვეყნის რეგიონების გაძლიერების მიზნით ახალ პროექტს იწყებს. ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„საქართველოს მთავრობას არაერთხელ აქვს გაცხადებული, რომ ქვეყნისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონების განვითარებას და გაძლიერებას. ძლიერი რეგიონის არარსებობის შემთხვევაში ქვეყანა ვერ გაძლიერდება. სწორედ ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, დავიწყოთ ახალი პროექტი, რომელსაც ჰქვია „ძლიერი რეგიონი – ძლიერი საქართველო“. ეს იქნება მიმართული რეგიონების სტრატეგიული და ეკონომიკური განვითარებისკენ. ამ პროექტის ფარგლებში ამუშავდება შეჩერებული და მიტოვებული საწარმოები. ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს ბიზნესს, რომ ამ საწარმოებში ჩადონ ფული და დაასაქმონ ადგილობრივი მოსახლეობა.

ამ ახალ პროექტს მოჰყვება ადგილებზე, რეგიონებში ეკონომიკური აღმავლობა, ქალაქების გამოცოცხლება, საწარმოების ამუშავება და ჩვენი მოქალაქეების მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება”, -განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, „მთავრობამ სრულად შეისწავლა ყველა რეგიონის პოტენაციალი და დღეს არის დეტალური სურათი, თუ რა არის საჭირო რეგიონების ფეხზე დასაყენებლად.

“უკვე გვქონდა ამ პროექტის პრეზენტაცია სამცხე- ჯავახეთში, ხვალ ასეთივე პრეზენტაციას ვაწყობთ სამეგრელოში.კიდევ ერთი პროექტი იწყება უკვე რამდენიმე დღეში რეგიონებში. ეს არის მიკრო– და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტის ფარგლებში 2015 წლის ბოლომდე საქართველოს მაშტაბით 1500-ზე მეტ მეწარმეს გაეწევა დახმარება ბიზნესის წამოწყების კუთხით, 2100 ადამიანი გაივლის სპეციალურ ტრენინგს და 2400-ზე მეტი ადამიანის პირდაპირი დასაქმება მოხდება.რეგიონებისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პროექტი – ,,მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი ყველას”, რომლის მიზანია საქართველოს ყველა ქალაქამდე და სოფლამდე ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო ხაზების მიყვანა. დაახლოებით 2017 წლის ბოლოს მთელი საქართველო უზრუნველყოფილი იქნება მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური თვალსაზრისით”, -განაცხადა ღარიბაშვილმა.

სხვა ახალი ამბები: