მთავრობის ადმინისტრაციის ახალმა ხელმძღვანელმა სამეგრელოში შეხვედრა გამართა (ვიდეო)

0

11296293_978963128795203_228040617_oსაქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ამაშუკელი დღეს ზუგდიდში სამეგრელოს რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებსა და მხარის გუბერნატორს ლევან შონიას შეხვდა. პრესისთვის დახურულ შეხვედრაზე დაგეგმილი და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს. შეხვედრის შემდეგ სამეგრელოს გუბერნატორმა და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მედიისთვის კომენტარები გააკეთეს.