მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ფოთში მშენებარე ობიექტები დაათვალიერა (ვიდეო)

0

giorgi amashukeliრეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ფოთს სტუმრობდა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან შონიამ, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ამაშუკელმა, ქალაქ ფოთს მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კაკულიამ, და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურიამ ფოთში კავკასიური მეტალის ტერმინალი მოინახულეს.

 

კავკასიური მეტალის ტერმინალი 2014 წელს გაიხსნა და მისი მშენებლობა შვეიცარული კომპანია „INDUSTRIAL MINERAL“-ის ინვესტირებით განხორციელდა. ტერმინალი თანამედროვე ტექნიკით არის აღჭურვილი და პოლიმეტალის კონცენტრატების გადამუშავება-ტრანსპორტირებას ახორციელებს. ოფიციალურმა პირებმა, ასევე დაათვალიერეს ფოთის სარაგბო კომპლექსი და საფეხბურთო ცენტრალური სტადიონის სამშენებლო სამუშაოები.

რაგბის სტადიონი 2 500 მაყურებელზეა გათვლილი და მშენებლობისთვის 4 მილიონამდე დაიხარჯა. ხოლო საფეხბურთო ცენტრალური სტადიონიზე კი დასავლეთ ტრიბუნის მშენებლობა ივნისის თვეში დასრულდება.