მთავრობის ახალი სოციალური პაკეტი

0

SOCPAKETIაფხაზეთში და სამაჩაბლოში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, საერთაშორისო მისიებში, 1998 წლის მაისსა და 2004 წლის 22-24 აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილი ოჯახები 2014 წლიდან ყოველთვიურად მიიღებენ 500 ლარს, 2015 წლიდან კი 1000 ლარს.

ცვლილებები შედის კანონში „ სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შეხებ“. საერთაშორისო ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების ან მიყენებული ჭრილობებით გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიეცემა ერთჯერადი დახმარება დღეს არსებული 15 ათასი ლარის ნაცვლად, 100 000 ლარის ოდენობით.

ერთჯერადი დახმარების შესახებ ცვლილებას ექნება უკუქცევითი ძალა, მას მიიღებენ სამშვიდობო ოპრეციებში ადრე დაღუპული ყველა სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრები, ადრე გაცემულ 15 000 ლარს დაემატება 85 000 ლარი( იგულისხმება ერაყში და ავღანეთში დაღუპული სამხედროები). ბოლოს გარდაცვლილი 7 სამხედრო მოსამსახურის ოჯახი უკვე 100 000 ლარს აიღებს.

სხვა ახალი ამბები: