მთავრობის სხდომაზე გუბერნატორის ინსტიტუტის დებულება დამტკიცდა

0

mTavrobaსაქართველოს მთავრობის სხდომაზე გუბერნატორის ინსტიტუტის ახალი დებულება დამტკიცდა.

ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, დებულება გუბერნატორების კანდიდატურების წარდგენის წესს ითვალისწინებს. გარდა ამისა, მოცემულია სტრუქტურული ცვლილებები გუბერნატორების ადმინისტრაციებში, რომელთა მიხედვითაც, იარსებებს ადმინისტრაციული, თვითმმართველობებთან ურთიერთობისა და რეგიონული პროექტებისა და პრობლემების კოორდინაციის სამსახურები.

ნარმანიას განმარტებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დროებით გუბერნატორების სტრუქტურას დაექვემდებარე. თუმცა დროთა განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა გადაეცეს.

„აღსანიშნავია, რომ დებულების დამტკიცებიდან 60 დღის ვადაში გუბერნატორების ადმინისტრაციების რეორგანიზაცია ამავე დებულების შესაბამისად უნდა მოხდეს“, _ განაცხადა დავით ნარმანიამ.
რაც შეეხება გუბერნატორების კანდიდატებს, მინისტრის ინფორმაციით, მათზე მსჯელობა მომდევნო კვირიდან დაიწყება.

„დებულებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო კანცელარიის რეგიონებთან ურთიერთობის სამსახური აღნიშნულ ამ პროცესს შესაბამის სამინისტროებთან კონსულტაციით დაიწყებს“, _ განაცხადა დავით ნარმანიამ.