“მილიონი ია” – სიყვარულით მაგთისგან ქართველ ქალებს

0

VIOLET3 მარტს საქართველოს ყველა ქალაქში მაგთი ქალბატონებს იების თაიგულს გადასცემს საჩუქრად.

„თუ 3 მარტს ქუჩაში წითელ ფერებში გამოწყობილ გოგონას შენიშნავთ, იცოდეთ, ეს ჩვენი წარმომადგენელია, რომელიც აუცილებლად გადმოგცემთ მცირე, მაგრამ სიყვარულთ შექმნილ თაიგულს; თაიგულები მხოლოდ მანდილოსნებისათვის არ არის განკუთვნილი, ბავშვებსა და მამაკაცებსაც შეუძლიათ მიიღონ ის, რათა ჩვენი დახმარებით კიდევ ერთხელ გამოხატონ სითბო და სიყვარული მათი საყვარელი ადამიანების მიმართ;

გარდა ამისა, 4-დან 8 მარტის ჩათვლით, თბილისის ქუჩებში ივლის წითელი მაგთიმობილი, რომელიც იზრუნებს თქვენს განწყობაზე და შეეცდება გაზაფხულის დღესასწაულები კიდევ უფრო გაგილამაზოთ,- .“-აცხადებენ კომპანიაში.

1 მარტიდან დაიწყო მაგთის ფეისბუქ კონკურსი “მიყვარხარ,დე!”, რომელიც ყველა ბავშვს აძლევს შესაძლებლობას მოიგოს სანატრელი მოგზაურობა პარიზის დისნეილენდში – ამისათვის მონაწილემ უნდა მიულოცოს დედას “დედის დღე” – დახატოს ნახატი ან გადაიღოს ვიდეო და შემდეგ ატვირთოს ის მაგთის ფეისბუქ ვერდზე.

სხვა ახალი ამბები: