მიმოზა ცხონდია: “ჩვენი ხელისუფლებაა დღეს და ჩვენი დროა”

2

mimozaდევნილთა საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენელი მიმოზა ცხონდია, რომელმაც საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ში დარეკა და პრეტენზია განაცხადა გამოქვეყნებულ მასალაზე ისევ იმავეს თავად ამტკიცებს. მისი განცხადებით ისინი არ იბრძვიან თანამდებობებისთვის, არამედ იბრძვიან ხელისუფლებაში მოსვლისთვის და შეცვლილ ხელისუფლებაში თავიანთ თავს ხედავენ, რადგანაც ისინი დიდი ხნის განმავლობაში ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებად ითვლებოდნენ.

“ჩვენ გვაქვს უფლება, როდესაც მოვდივართ ხელისუფლებაში, მაშინ უნდა მოვითხოვოთ თანამდებობები და სამსახურები. რა შუაშია აქ თანამდებობისთვის ბრძოლა კი არ მიდის, ხელისუფლებისთვის მიდის ბრძოლა. ჩვენ თუ ხელისუფლებაში მოვედით, ისევ ნაციონალები უნდა იყვნენ სამსახურებში? მე მაგალითად ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ვიყავი მთელი ცხოვრება, ჯერ ერთი, ეს პირველ ოქტომბრამდე და დღეს ვარ ხელისუფლების წარმომადგენელი, პარტიის, რომელიც უკვე არის მთავრობაში. ამიტომ მე მაქვს უფლება ვიბრძოლო ხელისუფლების შეცვლისათვის, გაიგეთ?”-აცხადებს smo.ge-სთან სატელეფონო საუბარში მიმოზა ცხონდია, რომელიც ამავე დროს აცხადებს, რომ იის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელია და საგანგებოდ შექმნილ დევნილთა საინიციატივო ჯგუფშია გაერთიანებული სხვა არასამთავრობოებთან ერთად.

“მე ვარ როგორც არასამთავრობო,მაგრამ მე მთელი ცხოვრება ვიყავი ოპოზიციურ პარტიაში და დღესაც ვარ ამ პარტიის წევრი საბედნიეროდ. ხელისუფლებაში თუ მოვედი და სამსახური თუ არ უნდა მომეცეს, ამაზე თუ ასე ფიქრობ მაშინ ცუდი წარმოდგენა გქონია”-აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაციის პარტიული წარმომადგენელი მიმოზა ცხონდია.

ცხონდია თამამად აცხადებს, რომ მისი ხელისუფლებაა დღეს და მას ეკუთვნის თანამდებობებიც და სკამებიც. ამავე დროს ამბობს, რომ მას ლობი ზუგდიდში არ ყავს, თუმცა თბილისში მისი საქმიანობის შესახებ ვინ იცის და ვინ არა, ეს მისი საქმეა.

“ჩვენი ხელისუფლებაა დღეს და ჩვენი დროა და ნაციონალური მოძრაობის დრო დამთავრდა უკვე. აქ მიდის ბრძოლა ხელისუფლების შეცვლისთვის. მე მაქვს ამის უფლება, რადგან მე მთელი ცხოვრება ვიყავი ოპოზიციურ პარტიაში და დღეს მე ვარ ხელისუფლების წარმომადგენელი. ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც კონსტიტუციურია და რაც კანონში ჯდება”-დასძენს ხელისუფლების შეცვლისთვის მებრძოლი არასამთავრობო ორგანიზაციისა და პოლიტიკური პარტიის აქტივისტი მიმოზა ცხონდია.

აუდიო 

[ca_audio url=”http://smo.ge/wp-content/uploads/mimoza-cxondias-komentari1.mp3″ width=”400″ height=”27″ css_class=”codeart-google-mp3-player” autoplay=”false”]

სხვა ახალი ამბები: