მინისტრის მოადგილემ ზუგდიდში დევნილები მოინახულა

0

1391718_464772203635590_2035751731_nდევნილთა პრობლემებზე მომუშავე ზუგდიდის არასამთავრობო სექტორსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის შეხვედრის შემდეგ , რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და დევნილთა მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი, დევნილთა სხვადასხვა კომპაქტური ჩასახლებების მაცხოვრებლები და აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ , ხელისუფლების წარმომადგებლები რამოდენიმე პრობლემურ ოჯახს ესტუმრნენ. ისინი იმყოფებოდნენ სოფელ ორსანტიაში, სადაც ადგილზე გაეცნენ კოლექტიური ცენტრის სტატუს დაკარგულ ჩასახლებას და მოისმინეს ყველა ის პრობლემა, რომელიც დაუგროვდათ დევნილებს და რომელთა გადაწყვეტაც ვერ ხერხდება სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო. ერთ–ერთ დევნილ ქალბატონს მინისტრის მოადგილე სამედიცინო ინვენტარით აღჭურვას დაპირდა. ია ქვაჩახიამ, რომელიც განსახლებულია აღმაშენებლის ქ. #222 მდებარე კოლექტიურ ცენტრში ( ყოფილი ინტერნატის შენობა ) და რომელიც ითხოვდა სახლის გადახურვის პრობლემის მოგვარებას, ასევე მიიღო დაპირება უახლოეს მომავალში საკითხის დადებითად გადაწყვეტილებაზე. ხელისუფლების წარმომადგებლები გვალიების, უკიდურესად გაჭირვებულ , 10 სულიან ოჯახსაც ესტუმრნენ. ცოტნიაშვილის თქმით: – მე მინდა მადლობა გადავუხადო არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც გვაწვდიან ინფორმაციებს ანალოგიური ოჯახების შესახებ. ამ ოჯახს, სადაც ცხოვრობს 7 მცირეწლოვანი ბავშვი, ვპირდები ჩამოვუტან ავეჯს და ჰიგიენურ საშუალებებს, დავეხმარებით ერთჯერადი ფულადი დახმარებით. აუცილებელია მათი უზრუნველყოფა გამოზამთრების პროგრამით. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია მათთვის შემოსავალი რაც ნაწილობრივ უზრუნველყოფს სტაბილურ შემოსავალს და შესაბამისად ოჯახის კეთილდღეობას.

სხვა ახალი ამბები: