მირიან ყარაულაშვილი: ““ნაციონალებისგან” ყველაფერია მოსალოდნელი და მათ ავადმყოფ ტვინში შეიძლება, ნებისმიერი სიბინძურე “მოიხარშოს”

0

images“ერთი კვირის წინ, სააკაშვილმა “ნანუკას შოუში” განაცხადა, ზოგიერთს მოკლავენ, ზოგიერთი გადავრჩებით და ჩვენი შემდგომი ცხოვრება ამის მიხედვით უნდა დავგეგმოთო. თუ ამ განცხადებაში ვინმე სხვა რამეს დაინახავს, გარდა იმისა, რომ ეს კაცი ცუდზე ფიქრობს, კი ბატონო, მაგრამ ეს განცხადება ისე აღვიქვი, როგორც სააკაშვილის გულისთქმა და არაცნობიერის უნებლიე გამჟღავნება. საერთოდ, არაერთხელ მითქვამს, რომ მას არამყარი ფსიქიკა აქვს, ამასთან, ცნობიერი და არაცნობიერიც არეული აქვს და ხშირად იმას, რასაც ფიქრობს, ხმამაღლა ამბობს. სიფრთხილეს თავი არ სტკივა. “ნაციონალებისგან” ყველაფერია მოსალოდნელი და მათ ავადმყოფ ტვინში შეიძლება, ნებისმიერი სიბინძურე “მოიხარშოს”. ამიტომ, ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ ქვეყნის და, მათ შორის, პირველი პირების უსაფრთხოების ზომები გააძლიეროს, განსაკუთრებით, საზღვარგარეთ თვითმფრინავითა და სხვა ტრანსპორტით გადაადგილების დროს.

სხვა ახალი ამბები: