მიურატებს დადიანების დაუკანონებელი სანადირო რეზიდენციის რემონტი 80.000 ევრო დაუჯდათ (რეპორტაჟი)

0

IMG_20150416_110444პრინცი და პრინცესა მიურატები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭკადუაშში თავიანთი წინაპრების, დადიანების სანადირო რეზიდენციის დაკანონების მოლოდინში არიან. პრინცესა ვერონიკა დე შაბოს განცხადებით ჭკადუაშის სანადირო რეზიდენცია უკვე მოინახულეს კულტურის მინისტრმა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა. ალენ მიურატის მამის სახელობის სანადირო რეზიდენცია მათ კანონიერებაში უნდა გადმოვიდეს,მათ შორის ე.წ დამხმარე სახლიც, სადაც ამჟამად აფხაზეთიდან დევნილი რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს. ვერონიკა მიურატის განმარტებით დევნილებს გასახლებაზე მანამ არ ეტყვიან, სანამ მთავრობა მათ ცალკე საცხოვრებელი ბინებით არ უზრუნველყოფს

IMG_20150416_110511IMG_20150416_110532IMG_20150416_110635_1IMG_20150416_110838IMG_20150416_110945_1IMG_20150416_112142IMG_20150416_112453_1IMG_20150416_123057_1IMG_20150416_111440დადიანების სანადირო რეზიდენციის რესტავრაცია ამავე სასახლის დაკანონებამდე დიდი ხნით ადრე დაიწყეს მიურატებმა. მათივე განცხადებით სასახლის რემონდი დღეის მონაცემებით უკვე 40.000 ევრომდე დაჯდა. ვერონიკა დე შაბოს თქმით რესტავრაციის დასრულებამდე მათ კიდევ იმდენივე დასჭირდებათ.

პრინც ალენ მიურატის ამბობს, რომ წინაპრების ძველი ტრადიციის აღდგენას აპირებს. მის სამომავლო გეგმებში შედის სანადირო ტერიტორიებისა და დადიანების მარნის სრული რეაბილიტაცია. ის აცხადებს, რომ ახლომდებარე ტერიტორიებზე ვენახსაც გააშენებს.

პრინცი და პრინცესა მიურატები სანადირო რეზიდენციის რესტავრაციის დასრულებბას უახლოეს მომავალში ვარაუდობენ. განახლებულ სანადირო რეზიდენციაში კი დადიანების შთამომავლები, მთელი ოჯახის შეკრებას გეგმავენ.