მიხეილ სააკაშვილზე ქვეყნის შიდა ძებნა გამოცხადდა

0

saakashvili_1საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე ქვეყნის შიდა ძებნა გამოცხადდა. როგორც მთავარი პროკურატურაში აცხადებენ, ამის შესახებ გამოტანილია დადგენილება, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

მიხეილ სააკაშვილს 7 ნოემბრის აქციისა და “ტელეიმედში” შეჭრაზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული, რის შესაბამისადაც ძებნა გამოცხადდა. პროკურატურაში აცხადებენ, რომ სააკაშვილს საზღვრის გადმოკვეთის მცდელობისას დააკავებენ. 

“გამოტანილია დადგენილება ყოფილი პრეზიდენტის ძებნის შესახებ. მიხეილ სააკაშვილი ძებნილად არის ცნობილი. მასზე გამოცხადებულია შიდა ძებნა. გამოტანილია დადგენილება, რომელიც გადაეგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს”, – აცხადებენ მთავარ პროკურატურაში. 

სხვა ახალი ამბები: