მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა

0

512cc5876995fmisha-231საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრემიერ–მინისტრის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელის თანახმადა 2008 წლის ომზე გამოძიება ხელახლა უნდა ჩატარდეს.

მისი თქმით, ყველა შეეჩვია იმას, რომ გამოდის საქართველოს პრემიერ–მინისტრი და სრულიად უცნაურსა და ხშირად მიუღებელს ამბობს, შემდეგ კი ალბათ, ღამე მისი მრჩევლები ჩნდებიან და რამდენიმე გვერდიან განმარტებას მოაყოლებენ იმას, თუ რას გულისხმობდა ბატონი პრემიერ-მინისტრი.

,,როცა ეს ეხება რაღაც შიდა სისულელეებს, სხვა არ შეიძლებ ამას რამე ვუწოდო, მე ამაზე კომენტარს არასოდეს ვაკეთებ და შეიძლება, ამას ყურადღება საერთოდ არ მივაქციოთ, მაგრამ ეს არ არის საბავშვო ბაღი. ის, რაც მან თქვა ორი დღის წინ,, ეს იყო საქართველოს სუვერენიტეტის ფუნდამენტური საკითების გადახედვა და ის არ არის ოპოზიციის ლიდერი, ან რუსეთში ნაშოვნი მილიარდების მფლობელი, ის ამჟამად საქართველოს ოფიციალური პირია და მან განაცხადა ის, რასაც მთელი ეს წლებია რუსეთი აცხადებდა. რუსეთს არასოდეს არ უთქვამს, რომ მან საქართველოს საზღვარი არ გადაკვეთა. რუსეთი ამბობდა, რომ მან საქართველოს საზღვარი მას შემდეგ გადმოკვეთა, რაც საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა იმოქმედეს. ყველა – დაწყებული ტალიავინის დასკვნიდან დამთავრებული ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია აცხადებდა, რომ რუსეთი შემოსული იყო და შემდეგ საქართველო იძულებული იყო, რომ ეპასუხა. ყველამ გამოაცხადა რუსეთი ოკუპანტად და აგრესორად. ასე, რომ მან პირველმა, გარდა უგო ჩავესისა, პუტინის, მედვედევისა და რუსეთის სხვა ოფიციალური პირებისა, მსოფლიოში პირველად კიდევ ერთმა თანამდებობის პირმა ის დაადასტურა, რასაც რუსები ამბობდნენ“, _ განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, ბოლო 48 საათი რუსეთის საინფორმაციო სამსახურებს ,,ნამდვილი ზეიმი“ აქვთ გამართული, რომ საბოლოოდ საქართველომ აღიარა ომის დაწყება.

,,ახლა გინდა, განმარტებები თქვი და გინდა 50-გვერდიანი ბოდიშები, სიტყვა უკვე ნათქვამია და ეს სიტყვა მსოფლიოს უკვე მოედო. მათ შორის, პოლონეთში გაუგებრობა, მხრების აჩეჩვა და სკანდალია ამ თემაზე. საქართველომ იმ ომში შეძლო მთავარი რამის _ სახელმწიფოებრიობის და დამოუკიდებლობის გადარჩენა. მართალია, რუსეთმა მოახდინა ოკუპაცია დამატებითი ტერიტორიის, მაგრამ ჩვენ გადავარჩინეთ ის მთავარი, რისთვისაც მოდიოდა რუსეთი“, _აღნიშნა მიხეილ საკაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს რუსეთს შანსი არ აქვს ამის შენარჩუნების თუ არა ქართველების ხელი და სწორედ აქ არ მარხია ძაღლის თავი. მთელი ეს წლები რუსები ითხოვნდნენ ამ ომზე ხელახალი გამოძიების დაწყებას და საქართველოს მაშინდელი ხელმძღვანელობის პასუხისგებაში მიცემას.

,,როცა ტერიტორიის 20 პროცენტი არის ოკუპირებული, ჩვენი ნახევარი მილიონი თანამემამულე ვერ ბრუნდება სახლებში. ამ სიტუაციაში, როდესაც მთელმა მსოფლიომ ყველაფერი დაადგინა, რეზოლუციები და დეკლარაციები მიიღო, საერთაშორისო დოკუმენტებში ჩაწერა, რა ფუნქციას ემსახურება იმ გამოძიების დაწყება, რომელსაც ამ პერიოდის განმავლობაში ითხოვდა მხოლოდ ერთი სუბიექტი _რუსეთის ფედერაცია“, _აღნიშნა პირეზიდენტმა და დასძინა, რომ ამის შედეგად შესაძლოა გაცხადდეს, ვითომ საქართველოს ხელისუფლების ბრალი ყოფილა ყველაფერი.

,,წყალსაც წავუღივარ მეც და საქართველოს სხვა ხელმძღვანელობაც. ეს ხომ საქართველოს სუვერენიტეტს დაარტყამს პირდაპირ, უკან მოუხედავად და ჩვე მივიღებთ იმას, რასაც რუსეთმა ვერ მიაღწია ემბარგოებით, სხვადასხვა პროვოკაციებით, საბოლოო ჯამში ომით“, _განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ის მიიჩნევს, რომ ეს თავიდან ბოლომდე რუსული თამაშია და ვერცერთი ქართველი პატრიოტი ვერ მიიღებს მონაწილეობას ასეთ გამოძიებაში.ეს გამოძიება არის რუსეთის დაკრულზე ცეკვა და ის რაც რუსეთმა 2008–ში თავისი ხელით ვერ გააკეთა ახლა უნდა გააკეთოს ქართველების ხელით.

,,მომვალში ყველა პასუხს აგებს, ვინც ამ გამოძიებაში მიიღებს მონაწილეობას, რადგან საქართველო გადარჩება, საბოლოდ გათავისუფლდება და ყველას მიუჩენს თავის ადგილს. მე წავალ ბოლომდე, რადგან ჩემი სიცოცხლე ეკუთვნის საქართველოს და ნამდვილად არ ვაპირებ, რომ პუტინმა გამარჯვება მოიპოვოს საქართველოში, რომელიც ჩვენი ბიჭების სისხლის ფასად შევნარჩუნეთ 2008–ში“, _განაცხადა პრეზიდენტმა.

სხვა ახალი ამბები: