მიხეილ სააკაშვილი: “ვიღაცა წააგებს და ვიღაცა მოიგებს, მთავარია დათომ გაიმარჯვოს”

0

gdgსაქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „სიძულვილი და დანაწევრება თავიდან უნდა ავიცილოთ“.

ამის შესახებ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“მომავალში ყველა კანდიდატი პრაიმერიზით იქნება რჩეული. გია ბარამიძე და ზურაბ ჯაფარიძე დღემდე ცოტა გაბრაზებული არიან; არა უშავს, ვიღაცა წააგებს და ვიღაცა მოიგებს, მთავარია დათომ გაიმარჯვოს. ჩვენ გზა უნდა გავუხსნათ ახალ პიროვნებებს, ისეთებს, როგორიც ზაზა ბიბილაშვილია. მას აზრად არ მოსვლია ადრე პოლიტიკაში მოსვლა. მე მინდა დავსვა მთავარი კითხვა, რისთვისაც დღეს აქ მოვედით, რისთვის აპირებთ ხელისუფლებაში მოსვლას? ვიცით, რომ თქვენ ამას არ აპირებთ იმიტომ, რომ ძალაუფლება გიყვართ, არამედ გიყვართ თქვენი ხალხი და გსურთ ნებისმიერ სიტუაციაში ესაუბროთ ხალხს. აქედან გამომდინარე, ისმის კითხვა, რა გზებით ვაპირებთ ხელისუფლებაში მოსვლას? „ნაციონალური მოძრაობა შეეცდება გაიმარჯვოს ღია დებატების, თავისუფალი არჩევნების, თავისუფალი აზრთა გასვლის გზით, ქაოსი, ძალადობა და შეუწყნარებლობა ჩვენი მტერია.  ამ დარბაზში შეკრებილებს მინდა დაგისვათ კითხვა და მინდა მოისმინოთ და გაიზიაროთ რასაც ვამბობ; მინდა დაბრუნდეთ ყოველგვარი აგრესიის, სიძულვილის შურისძიების გარეშე. ვიცი, როგორ მდგომარეობაში ხართ, ვიცი, როგორ განიცდით იმ ადამიანების ღალატს, რომელიც აქამდე თანამოაზრე და დასაყრდენი გეგონათ. არადა ვიცი, რომ ხშირად ხდებოდა, რომ გამარჯვებულს ერგებოდა ყველაფრი და წაგებულს – არაფერი, ამან შექმნა ანგარიშსწორების არაჯანსაღი ციკლი და ეს უნდა შეწყდეს. არც ერთი პოლიტიკური ლიდერი არ უნდა მოხვდეს წინასწარპატიმრობაში. ისინი კი, ვინც ყველაზე მეტად არ მოგვწონს, არავინ უნდა იყვნენ გათავისუფლებული სამსახურიდან, როცა ჩვენ დავბრუნდებით. ხელისუფლების მეორე დემოკრატიული გადაცემა, რომელიც ვიდრე იმათ ჰგონიათ, იმაზე სწრაფად მოხდება, მტრობის და საბოლოოდ დასრულების ეტაპი იქნება. ჩვენს ოპონენტებს აქვთ განცდა, რომ ისინი უსამართლო მოპყრობის მსხვერპლი იყვნენ და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თავად ვერ გაუმკლავდნენ ბრაზს და სიძულვილი ხელოვნურად გააღვივეს და დღესაც ამას აკეთებენ. მჯერა, რომ თქვენ ამის საპირისპიროდ მოიქცევით. სიძულვილი და დანაწევრება თავიდან უნდა ავიცილოთ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

სხვა ახალი ამბები: