მიხეილ სააკაშვილი: “მათ უაღალატეს არა სახელმწიფოს, არამედ იდეას, რომლითაც ჩვენ მოვედით”

0

mikheil-saakashviliპრეზიდენტ სააკაშვილს სჯერა, რომ ბოროტება ყოველთვის იქნება, მაგრამ სიკეთე მაინც გაიმარჯვებს.

ამის შესახებ მან დღეს “ნანუკას შოუში” განაცხადა და იქვე განმარტა, რომ სწორედ ამიტომ არის ავლაბრის რეზიდენციაზე წარწერა “ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია”.

“მწამს, რომ ბოროტს ყოველთვის სძლევს კეთილი. ის ადამიანები, ვინც ვერ წამოგვყვა, ვინც ხელი აიღო სინდისზე, ვინც კორუფციაში ჩაეფლო, მათი მთავარი პრობლემა იყო, რომ მათ დაკარგეს იდეა და იდეალები, რომლითაც მოხდა “ვარდების რევოლუცია”. მათ უაღალატეს არა სახელმწიფოს, არამედ იდეას, რომლითაც ჩვენ მოვედით. იყო დანაკარგები, მაგრამ საბოლოო ჯამში კეთილი ბევრად მეტი იყო, ვიდრე ბოროტი. მომავალშიც სიკეთე აუცილებლად გაიმარჯვებს. ამიტომ ეს ამ პრეზიდენტობის ლოზუნგი იყო”, – განაცხადა პრეზიდენტმა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალი პრეზიდენტი ან მთავრობა სასახლიდან ამ წარწერას არ ჩამოფხეკენ.

“აქვე, ახლოს ერთი ავანგარდისტული სახლი შენდება, უკვე დასრულებულია, მაგრამ გახსნის ეშინიათ, რომ იმის ნგრევაზეც არავინ დაიწყოს ლაპარაკი. სიახლის შიში გაჩნდა და კონსერვატიზმისკენ წავიდა აზროვნება. თუმცა, საქართველოს გაბრწყინება დროის ამბავია. ბოროტება ყოველთვის იარსებებს, მაგრამ სიკეთე ყოველთვის იქნება გამარჯვებული”, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

სხვა ახალი ამბები: