მიხეილ სააკაშვილი: “მე საერთოდ პოლიტიკაში ძალიან გთხოვთ, ნუ ჩამრევთ”

0

522405_699483550082029_1916537162_nსაქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე მოულოდნელად გამოჩნდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის უკრაინის ოპოზიციის ლიდერს ვიტალი კლიჩკოსაც შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა “მოამბისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ პოლიტიკაში არ ერევა და არც ბოლო დღეებში გავრცელებულ სკანდალურ კადრებზე სურდა კომენტარის გაკეთება.

“მე საერთოდ პოლიტიკაში ძალიან გთხოვთ, ნუ ჩამრევთ. საკმარისი ქართული პოლიტიკა მქონდა ცხოვრებაში იმისთვის, რომ დამანებოთ თავი ამ თემაზე მაინც, მაგრამ ეს, რაც აქ ხდება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ყველანაირი ჩვენი ადგილობრივი რაღაცები, ნუ ჩამრევთ”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ვიდეო

http://youtu.be/iPfXbIRsdV0