მიხეილ სააკაშვილი მთავარმა პროკურატურამ დაკითხვაზე დაიბარა

0

20140706094024N13691549900390011_3საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავარ პროკურატურაში მოწმის სტატუსითაა დაბარებული. ჯერჯერობით უცნობია თუ რა საკითხზე აქვს გამოძიებას კითხვები.

ყოფილი პრეზიდენტის დაკითხვაზე დაბარების უწყება მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა მის დედას, გიული ალასანიას ჩააბარეს.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავარ პროკურატურაში ორშაბათს 28 ივლისს, 11:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.

აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ იმყოფება. ჯერ-ჯერობით უცნობია მივა თუ არა იგი მთავარ საგამოძიებო უწყებაში.

სხვა ახალი ამბები: