მიხეილ სააკაშვილი: “რუსეთი საოკუპაციო ხაზის განმუხურში გადმოწევის ახალ გეგმას განიხილავს”

0

GEORGIA-RUSSIA-EU-CONFLICT-SAAKASHVILIსაქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რუსეთი საოკუპაციო ხაზის განმუხურში გადმოწევის ახალ გეგმას განიხილავს.

„რაც ახლა ძალიან მაწუხებს, არის ის, რომ რუსეთის ახალ გეგმებში, რა ინფორმაციაც გვაქვს აფხაზეთის ოკუპირებული რაიონებიდან, განმუხურში საოკუპაციო ხაზის გადმოწევა განიხილება. განმუხურში საოკუპაციო ხაზის გადმოწევა ნიშნავს სამეგრელოში და სრულიად საქართველოში განვითარების პერსპექტივის მოკვლას. ჩვენ რომ ანაკლიის პორტი აგვეშენებინა, მაშინ ეს პორტი რომ არ გაეჩერებინათ, ირაკლი ეზუგბაიას რომ დაემთავრებინა, მაშინ ფულიც იდო და ეს ფული სისულელეებზე რომ არ დაეხარჯათ, როგორც ყულევის ტერმინალი ვერ დაბომბეს ომის დროს, ასევე ვერ შეეხებოდნენ ამ ტერიტორიას. ამ ტერიტორიისთვის განმუხური მნიშვნელოვამია იმიტომ, რომ გემები დადგეს. აქ რომ პორტი იდგეს და ჩვენი გეგმით, პორტი უკვე დასრულებული უნდა  ყოფილიყო, მაშინ აზრადაც არ მოუვიდოდათ რუსებს ამ ხაზის გადმოწევა“,– განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სხვა ახალი ამბები: