მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ პოლიტიკაში დარჩება

0

mishaმე დავთანხმდები, დავბრუნდე მთავრობაში მხოლოდ იმ პირობით, თუ საშუალება მექნება, განვახორციელო ჩემი დიდი პროექტები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ ტელეკომპანია “ზიკ”-თან ინტერვიუში განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ დარჩება პოლიტიკაში, რადგან დიდი პოტენციალი არსებობს. “ჩვენ ძალიან ბევრი აქტიური მხარდამჭერი გვაყავს. მთავარია, რომ გვაქვს გრანდიოზული პროექტები, რომლებიც არ დაგვისრულებია”,-განაცხადა სააკაშვილმა. მისივე თქმით, უბრალოდ კაბინეტში ჯდომა “საერთოდ არ ხიბლავს”.

“ახლა მე ვზივარ კაბინეტში, თუმცა ეს ჰგავს დამსახურებულ პენსიას, რადგან რეალურად გასაკეთებელი არაფერი მაქვს”,-განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, დიდი პროექტები ნაწილობრივ ან მთლიანად შეჩერებულია, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ ეს ყველაფერი დროებითია.

სხვა ახალი ამბები: