მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა ასი ლარით დაჯარიმდეს

0

Captureსაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ავტოსაგზო წესების დარღვევის გამო შესაძლოა, 100 ლარით დააჯარიმონ.

კადრებში, რომელიც ,,ფეისბუქის”” საშუალებით გავრცელდა ჩანს, რომ პრეზიდენტის მანქანა გზის ერთ მონაკვეთზე ღერძულა ხაზს კვეთს, უცნობია დაჯარიმდება თუ არა მიხეილ სააკაშვილი საგზაო წესების დარღვევისთვის.
კონკრეტულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე ჯარიმა 100 ლარია.

როგორც ცნობილია, დღეს პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში “ნისანის” მარკის ელექტრომობილით, დაცვის გარეშე მივიდა. ელექტრომობილს თვითონ სააკაშვილი მართავდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტამდე სააკაშვილის მანქანით გადაადგილების ამსახველი დაახლოებით 6–წუთიანი ვიდეო პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა.

სხვა ახალი ამბები: