მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა დაიკითხოს

0

Georgian President Saakashvili is seen before a conference of the strategic forum in Bledმთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომის გარემოებების გამოძიების მიზნით შექმნილი სპეციალური კომისია ომის დროს ჩადენილ კრიმინალურ შემთხვევებს იძიებს და ამ კუთხით მთავარსარდლის დაკითხვა გამორიცხული არ არის.  ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა ტელეკომპანია „TV-3“–ის ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

მისივე თქმით, ძიებას გარკვეული სამუშაოები ამ კუთხით უკვე შესრულებული დახვდა.

„აგვისტოს ომის გამოძიებისათვის ჩვენ რამდენიმე თვის წინ შევქმენით სპეციალური ჯგუფი. აქვე მინდა, განვმარტო, რომ ეს ჯგუფი მხოლოდ სამართლებრივ საკითხებს იძიებს. კერძოდ, თუ ომის პირობებთან მიმართებაში მოხდა მკვლელობა, ძალადობა, დამონება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, სექსუალური ძალადობა თუ სხვა ისეთი, რომელიც ომის წინაპირობების ფარგლებში განხორციელდა, ეს გამოძიების საგანია. აქ არ იხილება საკითხი სამხედრო კონფლიქტის დაწყების, ან სამხედრო სტრატეგიის, თუ პოლიტიკის  მიზანშეწონილობის შესახებ. ჩვენ ამის კომპეტენცია არ გაგვაჩნია. ჩვენ კრიმინალზე ვამახვილებთ ყურადღებას, რომელიც ომის დროს ხდება. ეს ჩვენი ამოცანა და მოვალეობაა. ამ მხრივ გარკვეული სამუშაო შესრულებული დაგვხვდა. რამდენიმე ათასი ადამიანი დაკითხული იყო. ჩვენ ყველა ჩვენებას ვსწავლობთ კრიტიკულად, ამის შემდეგ კი გამოძიების  განხორციელების სტრატეგია უნდა დაიწეროს, რასაც სირთულე ახლავს თან, რადგან ტერიტორიები, სადაც ომი მიმდინარეობდა, ჩვენი გავლენაუნარიანობის ქვეშ არ არის. ასეთი ტიპის გამოძიების სრულყოფილად ჩატარებისათვის აუცილებელია ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებთან ხელმისაწვდომობა. აუცილებელია ორმხრივი თანამშრომლობა, – ვგულისხმობ როგორც რუსეთის მხარეს, ასევე ამ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს“,– განაცხადა არჩილ კბილაშვილმა და დასძინა, რომ  „გამოძიების განვითარების პროცესში მთავარსარდლის დაკითხვა გამორიცხული არ არის, თუმცა გამოძიება ამ დონემდე არ არის მისული“.

სხვა ახალი ამბები: