მიხეილ სააკაშვილი: „ჩვენ ვუთხარით რუსეთის დელეგაციას, რომ მზად ვართ, ნატოზე ვთქვათ უარი”

0

mishaსაქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, “საქართველო მზად იყო, მისი ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილში რუსული ეკონომიკური ინტერესები გრძელვადიანად დაეკანონებინა, ხელშეკრულებით ეთქვა უარი აშშ–სთან და ნატო–სთან ურთიერთობაზე, თუ რუსეთი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში დაეხმარებოდა“. ამის შესახებ პრეზიდენტმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

„ჩვენ ვუთხარით რუსეთის დელეგაციას, რომ მზად ვართ, ნატო–ზე ვთქვათ უარი, – ვადასტურებ, რომ ასე ვუთხარი. ჩვენ დელეგაციაში 6 თუ 7 წევრი იყო – გელა ბეჟუაშვილი, ვაშაძე, თუ არ ვცდები, ბაქრაძეც და კიდევ რამდენიმე. რუსული დელეგაციაც საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყო. ჩვენ ვუთხარით, რომ მზად ვართ, ნატო–ზე უარ ვთქვათ, ხელშეკრულებით ვთქვათ ური ამერიკასთან უფრო წინ წასულ ურთიერთობებზე, თუ თქვენ დაგვეხმარებით ტერიტორიების მხრივ ზე პროგრესზეო, ოღონდ ეს ხელშეკრულებით უნდა დაფიქსირებულიყო. ამაზე პუტინი არც დაფიქრებულა, შემოგვხედა, გაიღიმა და თქვა, „ბიჭებო, ჩვენ თქვენს ტერიტორიებს, თქვენს გეოპოლიტიკურ ორიენტაციებზე არ ვცვლითო“, რაც ნიშნავდა, „ტერიტორიებს ისედაც წაგართმევთო“,– განაცხადა პრეზიდენტმა.

მან ასევე რუსეთის ხელმძღვანელობისთვის მიწერილი წერილის შინაარსი გაიხსენა.

„ამ წერილში მე ვეუბნები, ვიცი, გაქვთ ინტერესები – გუდაუთის ბაზა, სოხუმის აეროპორტი, მით უმეტეს – სოჭის ოლიმპიადისთვის, პორტი.. ეს ყველაფერი მესმის, ჩვენ გვაქვს დევნილების შეყვანის პრობლემა, რადგან თქვენ დგახართ ენგურის ერთ მხარეს, ენგურს იქეთ კი ჩვენ ხალხს ვერ ვუშვებთ, მოდით, გადაინაცვლეთ რამდენიმე ათეული კილომეტრით კოდორზე, ყველაფერ,ი რაც თქვენ გაინტერესებთ, კოდორის ჩრდილოეთით ხდება, ამის სანაცვლოდ კი შევიყვანთ ჩვენს დევნილებს საერთაშორისო ადმინისტრაციის ქვეშ და არა ქართულის, სამაგიეროდ დაგიკანონებთ სოხუმის აეროპორტს, დაგიკანონებთ ყველა თქვენს ეკონომიკურ ინტერესს ბიჭვინთაში, გაგრაში, სოხუმში, სოხუმის რკინიგზით სარგებლობას, გავხსნით რკინიგზას სომხეთზე… გაგიკეთებთ ყველაფერს, რაც გინდათ, თუ თქვენ, რა თქმა უნდა, ომი არ გინდათ. ნუ, ომი, რა თქმა უნდა, არ მიხსენებია, მაგრამ ვიფიქრე, რა შეიძლება, მოვიფიქრო, თუ მათ მართლა ომი არ უნდათ, რომ ყველაფერი მიცეთ და დავწყნარდეთ–თქო. ამაზე ბევრმა უცხოელმა თქვა, თქვენ პრაქტიკულად, აფხაზეთის გაყოფას სთავაზოვთო. რა თქმა უნდა, ეს აფხაზეთის გაყოფა არ იყო, რადგან ჩვენი სუვერენიტეტი რჩებოდა, მაგრამ დე ფაქტო ვაკანონებდით გრძელვადიანად მათ ინტერესებს ძალიან მნიშვნელოვან ნაწილში“,–განაცხადა პრეზიდენტმა.

სხვა ახალი ამბები: