მიხეილ სააკაშვილი წიგნის გამოცემაზე ფიქრობს

0

mishikooსაქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შესაძლოა წიგნი დაწეროს. ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა BBC-ის რუსული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა. სააკაშვილის განცხადებით მისთვის ამ ეტაპზე ლექციებზე მნიშვნელოვანი უკრაინაში მიმდინარე პროცესებია.

,,დიდი გრაფიკი მაქვს, რომელიც, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო შეიცვალა. ამ მომენტში, უკრაინა ჩემს ლექციებზე მნიშვნელოვანია, მაგრამ ზოგადად, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ერთი წლით გავშორებოდი საქართველოში მოვლენებს, მიმეცა ხალხისთვის ჩემგან დასვენების საშუალება. მე ვიყავი საკმაოდ დიდი დოზით საქართველოსა და რეგიონში. მეც მჭირდება გადაფასება, რაღაც საკითხებზე დაფიქრება, შესაძლოა, წიგნის დაწერა“,_ განაცხადა სააკაშვილმა.

სხვა ახალი ამბები: