მიხეილ სააკაშვილმა დაცვის სამსახურზე უარი განაცხადა

0

512cc5876995fmisha-231საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო დაცვის სამსახურზე უარს აცხადებს. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მანანა მანჯგალაძის განცხადებით, ამის მიზეზი გახდა ის, რომ გუშინ პრემიერ-მინისტრმა თანამდებობიდან დაცვის სამსახურის უფროსი გაათავისუფლა და დღეს დილით პრეზიდენტს მხოლოდ დაცვის ნაწილი იცავდა.

“მთელი ამ პერიოდის განმავლობაში პრეზიდენტის დაცვის სამსახურზე ხორციელდებოდა ზეწოლა. პრეზიდენტის დაცვის სამსახურის უფროსს დაუნიშნეს ფარული თვალთვალი, რაც მალევე გამოვლინდა. სხვადასხვა სახის ზემოქმედების მცდელობები ხორციელდებოდა პრეზიდენტის დაცვის სამსახურის თანამშრომლებზეც. თავდაპირველად იყო მცდელობა ეს სამსახური მთლიანად დაექვემდებარებინათ მთავრობისთვის, მაგრამ საერთაშორისო თანამეგობრობის ჩარევის შემდეგ, მთავრობა იძულებული გახდა შეემუშავებინათ და პარლამენტში შეეტანა კანონპროექტი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გაყოფის თობაზე. ამ კანონის შემუშავების პროცესში უშუალოდ მონაწილეობდნენ დიმპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც. თუმცა, უკვე კანონის მიღების შემდეგ მათ უარი განაცხადეს კანონის შესრულებაზე და დაიწყო ვაჭრობა იმის თაობაზე, თუ რა რესურსი უნდა მიეღო დაცვის სამსახურს. უკვე კანონის მიღების შემდეგ, დაცვის სამსახურის სანაცვლოდ, ისინი საკონსტიტუციო ცვლილებებზე ხმის მიცემას ითხოვდნენ;,- განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.
პრეზიდენტის პრეს-სპიკერი აქვე დასძენს,რომ პრეზიდენტი არ მიიჩნევს საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა რამენაირად უნდა იყოს კავშირში მის პირად საკითხებთან.
“პრეზიდენტი ვერანირად ვერ დააყენებს საკუთარ თავს კონსტიტუციის დონეზე და ვერ დათანხმდება საკონსტიტუციო ცვლილებების წარმართვას იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება მისი პირადი უსაფრთხოება. ამიტომ, მას შემდეგ, რაც გუშინ პრემიერ-მინისტრმა ერთპიროვნულად გაათავისუფლა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი თემურ ჯანაშია, ახლა დაცვით სარგებლობის სანაცვლოდ, პრეზიდენტს პირობად უყენებს კონსტიტუციის შეცვლის საკითხს. საქართველოს პრეზიდენტის სახელით, უფლებამოსილი ვარ განვაცხადო, რომ საქართველოს პრეზიდეტი ამ პირობებში მხოლოდ ერთადერთ გამოსავლას ხედავს – მთლიანად უარი თქვას დაცვის სამსახურით სარგებლობაზე. მინდა გაცნობოთ, რომ პრეზიდენტის დაცვის სპეციალური ღონისძიებები დღევნდელი დილიდან აღარ ხორციელდება. თუმცა ქვეყნის პირველ პირს ეს ხელს ვერ შეუშლის ვერც გადადგილებაში და ვერც, შესაბამისად, ხალხთან შეხვედრებში, რაც ბოლო კვირების განმავლობაში სისტემატიურად ხდებოდა. ქვეყნის პირველი პირი მადლობას უხდის სახელმწიფო დაცვის ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც ამ წლების განმავლობაში მასთან ერთად იყო და პირნათლად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს;, – განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

სხვა ახალი ამბები: