მიხეილ სააკაშვილმა თენგიზ გუნავა გუბერნატორის პოსტზე აღადგინა

0

gunavaსაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მის მიერ გუშინ შეწყალებული თენგიზ გუნავა ავლაბრის რეზიდენციაში უმცირესობის წევრებთან ერთად მიიღო და იგი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პოსტზე აღადგინა. მიხელილ სააკაშვილმ შეხვედრისას განაცხადა:

“ამ ადამიანის გარეთ გაშვებას საპარლამენტო უმრავლესობა აცხადებს, რომ ეს არის საფრთხის შემცველი. ეს ის პარლამენტია, რომელმაც გამოუშვა უამრავი პედოფილი და დღე არ გავა, რომ არასრულწლოვანის მიმართ სექსუალურ ძალადობას არ ჰქონდეს ადგილი. ეს ის პარლამენტია, რომელმაც გამოუშვა უამრავი ნარკობარიგა და სხვა დამნაშავე.

თენგიზ გუნავას გამოშვება ციხიდან არამარტო სამართლებრივად სწორია, არამედ სამართლიანია, რადგან მისი დაკავება იყო დიდი უსამართლობა.

ამიტომაც, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ თენგიზ გუნავამ გააგრძელოს საქმიანობა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის თანამდებობაზე”,-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა

სხვა ახალი ამბები: