მიხეილ სააკაშვილს ზუგდიდის საპრეზიდენტო რეზიდენციაში ელოდებიან

0

zugdidis rezidenciaსაქართველოს პრეზაიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ზუგდიდში ჩამოვა. როგორც საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს სარწმუნო წყარომ აცნობა მიხეილ სააკაშვილი ენგურის ხიდს მოინახულებს, რის შემდეგაც ის ზუგდიდის საპრეზიდენტო რეზიდენციაში დაბინავდება. ღამეს საქართველოს პრეზიდენტი ზუგდიდში გაატარებს, ხოლო 9 აგვისტოს დილით ის წალენჯიხაში გაემგზავრება და ტობავარჩხილს მოინახულებს.

smo.ge-ს წყაროს ცნობით გამორიცხული არ არის რომ პრეზიდენტმა ამინდის გაუარესების გამო თავისი ვიზიტი ზუგდიდში გადადოს, თუმცა ჯერჯერობით ძალაში რჩება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი 17.00 საათზე უკვე ზუგდიდში უნდა იყოს. ოფიციალური ინფორმაცია პრეზიდენტ სააკაშვილის ზუგდიდში ვიზიტის შესახებ ჯერ არ გავრცელებულა.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელს ნათია ბანძელაძეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ მან არაფერი იცის ამ ვიზიტის შესახებ.

სხვა ახალი ამბები: