მიხეილ სააკაშვილს სამეგრელოში ისევ ხმაურით დახვდნენ

0

DSC01305ხმაური იყო რამდენიმე წუთის წინ ზუგდიდიის რაიონის სოფელ ანაკლიაში, სადაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკუთარი ვერტმფრენით ჩაფრინდა. სააკაშვილის ანაკლიაში ვიზიტი არასამთავრობო ორგანიზაციებმა “ქალები მშვიდობისათვის” და “დაიცავი საქართველოს” ლიდერებმა, ლალი ანთიამ და კახა მიქაიამ სხვა აქტივისტებთან ერთად გააპროტესტეს.

“მიშა, დატოვე სამეგრელო!”, “მიშა მკვლელი და კურდღელი ხარ” ისმოდა შეძახილები საქართველოს პრეზიდენტის მისამართით.

მიხეილ სააკაშვილს ანაკლიაში ვიზიტისას თან ახლდნენ ჟურნალისტებიც. მან საკურორტო ზონაში რამდენიმე წუთი დაჰყო და მედიის წარმომადგენლებისთვის კომენტარიც გააკეთა.

“მიხეილ სააკაშვილი არის მკვლელი. ამიტომაც მას არ აქვს მორალური უფლება სამეგრელოში ჩამოდიოდეს და კიდევ ატყუებდეს ხალხს. ვერაფრით ვერ შევეგუებით ვადაგასული პრეზიდენტის პარპაშს ჩვენს მხარეში და სულ ასეთი მეთოდებით გავაპროტესტებთ მის ვიზიტებს სამეგრელოში.”-აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალები მშვიდობისათვის” ლიდერი ლალი ანთია smo.ge-სთან სატელეფონო საუბარში.

სხვა ახალი ამბები: