მიხეილ ხუბუტია: “ეს მიზანმიმართული და სპონტანური პროვოკაცია იყო!”

0

69577_840543669305814_2123442621_n“რუსეთში ქართველთა კავშირის” თავმჯდომარე მიხეილ ხუბუტია სპეციალურ განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს. მისი თქმით, წუხელ რესტორანში მის მიმართ განხორციელებული ფიზიკურ შეურაცხყოფა სპონტანური პროვოკაცია იყო. ხუბუტია წერილში დეტალურად აღწერს, როგორ მოხდა მასზე თავდასხმა და იმედს გამოთქვამს, რომ სამართალდამცავი უწყება დამნაშავეებს სათანადოდ დასჯის.

“ეს მიზანმიმართული და სპონტანური პროვოკაცია იყო! საქართველოში ადამიანზე ხელის აღება კანონით აკრძალულია! რესტორანში დაცვის გარეშე ვიმყოფებოდი! აღმასრულებელი დირექტორი დაცვასთან ერთად მე და ვლადიმერ პუტინს გვაგინებდა. ამასთან რუსეთის გინებაც დაიწყეს! ოთხმა მცემა, მერე დამაგდეს და მწოლიარეს მცემდნენ! ღმერთს მადლობა, პოლიციამ ჩანაწერი იპოვა, სადაც ისინი მწოლიარეს მცემდნენ! სირცხილია! არაფერია ამაში ვაჟკაცური! შეგვიძლია ისეთივე არაკაცების კომენტარები წავიკითხოთ, როგორებიც ისინი არიან! თუ არ ვცდები, თავად დაცვის სამსახური „ალგანი“ სარკაზმით საუბრობს აღნიშნულ მოვლენაზე. აი რა მოუტანა საქართველოს გლობალიზაციამ! მადლობა ყველას, ვინც დილამდე გვერდით მედგა და მსგავს უკანონობას განიცდის! დარწმუნებული ვარ,  დანმაშავეებს კანონით დასჯიან!”

შეგახსენებთ, რომ ინციდენტი წუხელ რესტორან ,,თავადურში“ მოხდა, სადაც მიხეილ ხუბუტიას ფიზიკურად რესტორნის დაცვის თანამშრომლები გასუწორდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ცემის ფაქტზე სისხლის სამართლის 125–ე მუხლით უკვე დაიწყო.

სხვა ახალი ამბები: