მკვლელობა ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენში

0

MKVLELOBAაუდიო ინფორმაცია! [ca_audio url=”http://smo.ge/wp-content/uploads/mkvlelobaaaa.mp3″ width=”400″ height=”27″ css_class=”codeart-google-mp3-player” autoplay=”false”]

დაახლოებით ერთი საათის წინ მკვლელობა მოხდა ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენში. მკვლელობის ზუსტი მოტივები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ვერსიებზე ადგილობრივი მოსახლეობა უკვე საუბრობს. თანასოფლელების განცხადებით ნარაზენის მკვიდრის, ტატო ბერიშვილის მკვლელობა ეჭვიანობასა და მიწის ნაკვეთთან დაკავშირებულ დავის საკითხებს უკავშირდება, თუმცა მკვლელის ვინაობას არ ასახელებენ.

ადგილზე ზუგდიდის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები მუშაობენ, თუმცა მკვლელობის დეტალებზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

სოფელ ნარაზენის მკვიდრის ტატო ბერიშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. ამ წუთებში მიმდინარეობს ოპერატიული სამუშაოები მკვლელობაში ეჭვმიტანილის დასაკავებლად. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით.

P.S: საინფორმაციო smo.ge-ს სარწმუნო წყაროს ცნობით ტატო ბერიშვილის მკვლელი ზუგდიდის პოლიციამ უკვე დააკავა.

სხვა ახალი ამბები: