მკვლელობა ზუგდიდში

0

a18152ზუგდიდში, ენგურქაღალდკომბინატის დასახლებაში დილით დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა გარდაცვლილი ადამიანის გვამი იპოვეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა ის მოკლული აღმოჩნდა. ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში აცხადებენ რომ მკვლელობა გახსნილია და მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მკველობაში ეჭვმიტანილის დასაკავებლად. ცნობილი ხდება ასევე გარდაცვლილის ვინაობაც. ის ადგილობრივი მკვიდრი 21 წლის პაპუნა ფაცურიაა. მკვლელობის მრავალი ვერსია მუშავდება, თუმცა ოფიციალურ ვერსიად მხოლოდ ერთი განიხილება. პაპუნა ფაცურია სავარაუდოდ ეჭვიანობის ნიადაგზეა მოკლული. მკვლელმა კი  დანაშაულის დაფარვის მიზნით გარდაცვლილი ქუჩაში დააგდო და თვითონ კი თავი გალის რაიონს შეაფარა.

სხვა ახალი ამბები: