მკვლელობის ფაქტი ზუგდიდში (ვიდეო)

0

მკვლელობა-ზუგდიდში.-636x395ზუგდიდის რაიონ სოფ ახალსოფელში, 15 თებერვალს დაახლოებით 19:00 საათზე, საქონლის დასაბინავებლად გასულმა რინელ ჯაბუამ მის სახლთან ახლოს მოკლული ახალგაზრდა მამაკაცის,  აფხაზეთიდან დევნილი ზაზა ქავთარაძის გვამი იპოვა.

მკვლელობის მოტივი ცნობილია, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.  ადგილზე ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.  გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელი გალის რაიონის სოფელ ოტობაიას მკვიდრია. მკვლელობიდან რამდენიმე საატში მა თავი სავარაუდოდ ისევ გალის რაიონს შეაფარა.

ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი  ექსპერტიზისთვის ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით 108-ე მუხლით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელიც განზღახ მკვლელობას გულისხმობს.

სხვა ახალი ამბები: