მმართველი პარტია ახალ სახეებს ეძებს

0

ooocnebaaaმმართველი პარტია “ქართული ოცნება” ახალ სახეებს ეძებს. ეკა ბესელია აცხადებს, რომ “რა?სად? როდის?” მოაზროვნეებთან და გადაცემის წამყვან გიორგი მოსიძესთან შეხვედრა მართლაც გაიმართა, თუმცა გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

“მე შემიძლიათ გითხრათ, რომ გიორგი მოსიძე შეიძლება გახდეს “ქართული ოცნების” წევრი, მასთან ერთად კონსულტაციები იმართება სხვა ადამიანებთან, ვაძლიერებთ პარტიას,” – აცხადებს ეკა ბესელია.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები,  ბესელია აღნიშნულ  ინფორმაციას არ ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ პოლიტიკაში და მითუმეტეს ქართულ რეალობაში გამორიცხული არაფერი არ არის.