“მოვა დრო, როცა საბრალდებო დასკვნას ღარიბაშვილზე დავწერთ”

1

20130117155343gunavaსამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი თენგიზ გუნავა დარწმუნებულია, რომ მოვა დრო, როცა შინაგან საქმეთა მინისტრს ირაკლი ღრიბაშვილს საბრალდებო დასკვნას დაუწერენ. ეს განცხადება გუნავამ დღეს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის საპასუხოდ გააკეთა. სამეგრელოს გუბერნატორი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ მის საქმესთან დაკავშირებული გამოძიება ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის მიყვანილი.

“თვითონ ძალიან კარგად იციან რა მოხდა და რაც გააკეთეს, რა სიბინძურეზე წავიდნენ და ბუნებრივია, მათ არ აწყობთ ამ საქმის ბოლომდე მიყვანა. საქმე ბოლომდე რომ მიიყვანონ მაშინ საბრალდებო დასკვნა ღარიბაშვილზე უნდა დაიწეროს. ამას ახლა ვერ გააკეთებენ. მოვა დრო და ამას ჩვენ გავაკეთებთ”, – აცხადებს თენგიზ გუნავა.

შეგახსენებთ, რომ თეა წულუკიანმა ამერიკაში კარნეგის ცენტრში გააკეთა განცხადება, სადაც თქვა, რომ თენგიზ გუნავას საქმე იყო ერთადერთი რასთან დაკავშრებითაც ეჭვი ჰქონდათ და სწორედ ამიტომ შსს-მ ჩაატარა შიდა მოკვლევა და სამართალდამცველების დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღო. მიუხედავად ამისა, წულუკიანის თქმით, გამოძიებამ ვერ მოიპოვა მტკიცებულებები, რომ იარაღი ჩადებული იყო.

სხვა ახალი ამბები: