მომავალი კვირიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგრძნობლად აცივდება

0
preview17 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ამინდი მკვეთრად გაუარესდება და ტემპერატურა დაეცემა.
გარემოს დაცვის სამინისტროს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ჯემალ დოლიძის ინფორმაციით, დღეს მიღებული ანალიზი აჩვენებს, რომ კვირას ღამით საქართველოში თბილ ამინდს საკმაოდ ცივი ჰაერის მასები შეცვლის, რაც ტემპერატურის მკვეთრ ვარდნას გამოიწვევს.
„იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, განსაკუთრებით – აღმოსავლეთსა და კოლხეთის დაბლობში. პროცესი მნიშვნელოვნად გამწვავდება, თუმცა მოსახლეობას მხოლოდ ქარი შეაწუხებს. თბილისში მისი სიჩქარე 30 მ/წ–ს მიაღწევს. კვირა დილას შესაძლოა, მთის რაიონებში ჰაერის ტემპერატურამ უარყოფით ნიშნულამდე დაიწიოს, რასაც მოსავლის განადგურება მოყვება”-განმარტა ჯემალ დოლიძემ.

სხვა ახალი ამბები: